Powered By Blogger

Saturday, October 16, 2010

სიამოვნების მიღება და რატომ იწყება ჩემი ბლოგი.

საკმაოდ ბანალური ფრაზა, ბანალური იმიტომ რო მგონი ძალიან ბევრს გვსმენია უკვე ეს სიტყვები XXI საუკნეში. დროის წინსვლასთან ერთად ეს ფრაზა გარკვეულ პრობლემასაც წარმოადგენს. აბა რა გაიფიქრეთ პირველად ამ წინადადების წაკითხვისას ეხლა? :) გამოტყდით.
ჰო აი აქ არის სწორედ პრობლემა სიტყვებს, წინადადებებს, აზრები და მნიშვნელობები ეკარგება ან არ ეკარგება და უბრალოდ გარდაიქცევა ცოტა უფრო "ინტიმურ" განმარტებად. ხო ხვდებით რაზე ვამბობ ;). და მაინც მოდით შევეშვათ პრობლემებს, ჩვენ სიამოვნებაზე ვისაუბრებთ, მაგრამ დრეს მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემი აქ მოსვლის მიზეზი მოგითხროთ უფრო მრავალფეროვნული და საინტერესო სახით.
დღეს რაღაც და რაღაც რიცხვია არ დავკონკრეტდები. 1 კვირის "ზანაჩკიდან" სიამოვნება მაიძულებს 10 ლარი ამოვიღო. არ არი მსუბუქი დღე შეიძლებ ითქვას 5-6 კილოს იწონის. 9 საათზე მიხარია წყალი მოვიდა ხომ უნდამოვწესრიგდე ჩემი უკვე ძალიან ახლო სიამოვნებისთვის. გულახდილად ვიპრანჭები ვივარცხნი თმებს ვცდილობ ჩემთვის ახლო და რაღაც ჩემი "ისეთნაირი" მოვირგო ჩავიცვა. 12 საათი, არ მიხარია ნუ აქვს მაგასაც თავისი მიზეზები როგორც იმპერატორები, კეისრები პომპეუსები ზავები მასწავლებლის ხრინწიანი ხმა გაკვეთილის "მოხსენებისას" პაუზები ეტცეტერა. ორ საათით ვუახლოვდები ამ, უკვე ნერვების ამშლელ, დამაინტრიგებელ და მაინც სიამოვნებად წოდებულს... მოუსვენრობა, წიგნი, ხრინწი, სიცილი, ფურცლები, წიგნის სუნი, ბუტრებროდი ჩანთაში, წარმოიდგინეთ ყველაფერი ზემოთხსენებული ეკრანზე რომელზეც ქარბუქი იქმნება  ჩემს მწვანე უჯრდებსაც ეს ტორნადო ისრუტავს..
გაგრძელება იქნება