Powered By Blogger

Tuesday, February 21, 2012

в твоих жилах течет рок н ролл

დიდი დრო გავიდა.
ამდენი ხნის განმავლობაში ასე ძალიან არასდროს გამჩენია დაპოსტვის სურვილი, უბრალოდ წერის სურვილი, ბლოგ ეს მხოლოდ ვიზუალური მხარე რომელიც ვორდის ფაილზე მეტად გამშვიდებს. ეს ბლოგი ცარიელია, ხალხისგან ცარიელი, ასევე იქნებოდა ვორდიც, მაგრამ აქ ჰომ იცით იმედის ნაპერწკალია იქნებ ვიღაც ერთი მაინც გამოჩნდეს უცნობი გადახედოს, ეს ამშვიდებს.

რატომ? რატომ მოვედი.

უნდა მოვყვე ისტორიას ქრონოლოგიურად
2011 წელი - ვისურვებდი როგორც 2008, 2009, 2010 უბრალოდ წაშლილიყო ცხოვრებიდან ისე რომ სხვა წლებს აღედგინათ, იქნებ ეს 2012 - მა შეძლოს, მაგრამ იმით თუ ვიმსჯელებთ როგორ დაიწყო "მაიას სამყაროს აღსასრული" მაშინ ამ წელსაც არ უჩანს მთლად კარგი პირი, ყოველშემთხვევაში აქ სადაც მე ვცხვორობ.

არ მინდა ძველ წლებზე ვისაუბრო ეს ცალკე დიდი ტრაგედიაა რომელსც თუ არ შემეზარა ნაწილ ნაწილ მივაწვდი ბლოგს.

~ რა ხდება აბა.. თბილისსში ვარ რატომ როგორ აღარც მაგას მივხვდი თუმცა ცოდაოდენი ლოგიკაც იქნება საკმარისი რომ ამას მიუხვდეს მკითხველი, უმნიშვნელო და არაფრისმთქმელი ფაქტები გვერდზე გადავდოთ.

ოთახში რომელიც ერთადერთია ამ უზარმაზარ სახლში თბილი .. ორ ადამიანს ძინავს გაბრიელს და წამებულს. მე გაბრიელთან ახლოს ვარ გული მიმიწევს ხოლმე მისკენ. თუმცა სითბოც იმავე დისტანციაზეა ჩემგან.

გაბრიელი არ არის სიცივე  მაგრამ ის მხოლოდ ერთი ადამიანის სითბოსთვის არის განკუთვნილი, თავად სითბო კი სოციუმიუა სავსეა ყველას "ათბობს". ალბათ გაინტერესებს რატომ აღვნიშნე ეს. მე დილემის წინაშე ვდგავარ ვიყო თბილი მხოლოდ ერთისთვის თუ სხვებთან ერთად ვთბებოდე?
რამდენიმე თვის წინ მე პირველი ვარიანტი შემოვხაზე. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი, ამაღელვებელი, ვნებიანი, თბილი იყო.
მაგრამ მე მოვწყდი მზეს სოციუმის გათბობას.. ჩემს გეგმაში კი სწორედ საზოგადოებაში აქტივების შეტანა უფრო იყო ვიდრე ერთადერთთან გათბობა. ამან ჩემი დახასიათებაც შეცვალა გარკვეულ წილად - ვარ შინაბერა, მოსაწყენი, ვიღიმი - იშვიათად, შევდივარ ურთიერთობაში - არასდროს, დავემსგავსე - ტანჯულ დედას.

დღეს როდესაც ერთ სახლში თავი მოიყარან დაგეგმილმა, ნანატრმა სოციუმმა საჭირო აქსესუარებით და საგარანტიოოთი, დავფიქრდი.
დავფიქრდი მაშინ როცა აქეთ კედლის გადმოღმა მე ვთბებოდი გაბრიელთან, იქით კედლის მიღმა მზეს ეფიცხებოდა საზოგადოება მე ეს მესმოდა. გავშეშდი.
წერა მიჭირს, კარგი არასდროს ვიყავი მაგრამ შედარებისთვის ისეთი აღარა ვარ ამ საქმეში რომ ვიყავი, როცა ვფიქრობდი ცინსვლაზე უკუსკენ წავედი. ალბთ არ უნდა დაგეგმო ეს მასწავალა ცხოვრებამ, ბოლო დროს არაფერს ვგეგმავ, რადგან მსგავსი დილემის მსხვერპლი არ აღვმოჩნდე.
მაინტერესებს ეს სტუდენტური პერიოდი უნდა მოვკლა 18 წლის ასაკში და კოლუმბიური სერიალის გმირად ვიქცე შევეწირო ერთს? თუ ავიხდინო ნანატრი? ეს ოცნება ნაკლებადა ეს მოთხოვნილებაა ეს მჭირდება, ჟანგბადია.
პატარ-პატარა ძვირფასეულობა რაც ადრე აღმოვაჩინე ჩემში და არ მინდა დავკარგო, იკარგება ჩემი არჩევანის გამო, ესეც თუ დავკარგე მთლად დავცარიელდები მომეტებული სითბო კი გახეთქავს სიცარიელეს.
ვწერ და ვფიქრობ რომ გადაწყვეტილება მივიღე.
მაგრამ ცუდია რომ მთლად კარგი შემსრულებელიც არა ვარ.

აქამდე ჩემი არგუმენტი ანტისოციალური ცხოვრების იყო შიში, მეშინოდა და მგონი ახლაც მეშინია ყველას, მაგრამ ეს არ არის ნამდვილი მიზეზეი, უბრალოდ ზედმეტ კითხვებზე თავის არიდება.

ერთი კითხვაც, დავუჯერო თუ არა ნიშნებს? ცრურწმენის არ მჯერა, არც ნიშნებისა და ბედისწერის მომხრე ვიყავი.

მაგრამ ფაქტია რომ ნიშანი იყო, დღეს
სრულიად შემთხვევით:
Gabriel said: "You must be socialized"